საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27916

ფაქტი 27916

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა: პლ. გურიელის „ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა“, ა. შილაკაძის „ხელოვნების ისტორიიდან: (ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენის გამო)“, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილ ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას, მსოფლიო და ქართული ხელოვნების ზოგად განხილვას ეხებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27916; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .