საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28231

ფაქტი 28231

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს კანცელარიის მოწყობისთვის, თბილისში კრებაზე გაგზავნილი წარმომადგენლის მგზავრობის ხარჯის სახით და სხვ. დაიხარჯა 77 მან. 5 კაპ., 1914 წლის 18 თებერვალს მთავარ გამგეობას გაეგზავნა გასული წლის შემოსავლის 20% – 80 მან. 80 კაპ. სულ 1913 წელს დაიხარჯა 157 მან. 85 კაპ. საზოგადოების სალაროში პირველი იანვრისთვის დარჩენილი თანხა შეადგენდა 323 მანეთსა და 32 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების ხაზინადარი დიმიტრი ნადარეიშვილი, განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28231; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .