1887 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში, ერევნის მოედანზე, იყიდებოდა „კონფექტები რუსთაველი“. თითოეული კანფეტი შეხვეული იყო ქაღალდში, რომელზეც „ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო, ანდაზებად ქცეული სტრიქონები იყო დაბეჭდილი. კანფეტები დაამზადა კონდიტერმა ი. იუზბაშევმა.

წყარო: ივერია, 1887 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა