1916 წელს ალექსანდრე მაქსიმეს ძე ებრალიძე, კოწია შევარდენის ძე წილოსანი, ელენე ისაკის ასული ახვლედიანი, თამარა ნესტორის ასული ურუშაძე, სიო ლევანის ძე ურუშაძე და ნოე ივანეს ძე ქინქლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრები იყვნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა