1915 წლის 5 ნოემბერს ეპიფანე ჩხაიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული სკოლების დახმარებისა და ღარიბი მოწაფეებისთვის შემწეობის გაცემის საკითხი განიხილეს.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა