1915 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო საქმიანობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძე. განყოფილებამ წლის განმავლობაში ჩაატარა 6 სხდომა და განიხილა 10 საქმე.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა