1934 წლის 26 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ და იროდიონ სონღულაშვილმა გააფორმეს ოქმი, იმის თაობაზე, რომ ქრისტინე შარაშიძემ, როგორც საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, იმავე მუზეუმის ხელოვნების განყოფილებისგან ჩაიბარა 125 ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი.

წყარო: ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნების ჩაბარების აქტი, წიგნების სიით. ხელმოწერილია ირ. სონღულაშვილისა და ქრ. შარაშიძის მიერ, 1934 | 26 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი