1928 წლის 13 დეკემბერს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის შრომის ანაზღაურების სახით არც ერთი ფრანკი არ გაეგზავნა. მაღლაკელიძეს მისთვის გაგზავნილი ინფორმაცია არასაკმარისად მიაჩნდა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა) 1928 | 9 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი