საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2960

ფაქტი 2960

1939 წლის 23 იანვრიდან 19 მარტამდე წიგნის პალატის დირექტორის, ლ. ჯიბლაძის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძე მივლინებით უნდა წასულიყო მოსკოვსა და ლენინგრადში, რათა ქართული წიგნის შეერთებული კატალოგის პირველი ტომის აღწერილობა შეედარებინა ლენინგრადის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის სახლმწიფო საჯარო და სააზიო მუზეუმის ბიბილოთეკების ქართულ წიგნების ფონდებთან და მოსკოვის ლენინის სახელობის საკავშირო ბიბლიოთეკის ქართული წიგნის ფონდთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2960; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .