1929 წელს შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ღონეს ხმარობდა, რათა რუსეთში ჩასატარებელი არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო. ამ მიზნით, ისინი „წმენდდნენ“ ორგანიზაციებს, არასასურველ პირებს აპატიმრებდნენ, სოფლის მაცხოვრებელთა დასაშინებლად ცენტრიდან აგიტატორებს აგზავნიდნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა) 1928 | 9 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი