1916 წლის 27 ოქტომბერს, ყარსში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ბიბლიოთეკების გახსნა, საღამოების გამართვა და ადგილობრივი სკოლების დახმარება გადაწყდა. კრებას ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.

წყარო: მიწერ-მოწერა თბილისის გუბერნატორთან და დაგენილება საზოგადოების ყარსის განყოფილების დაარსების შესახებ | 1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა