საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29908

ფაქტი 29908

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1916 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1916 წელს სკოლის შესანახად გამოყოფილი იყო 166 მან. 68 კაპ., გათბობაზე, განათებაზე და წვრილ ხარჯებზე დაიხარჯა 30 მან. 50 კაპ., ინვენტარის შეძენაზე – 390 მან. 50 კაპ., მოსამსახურე პირთა ჯამაგირის სახით – 66 მან., დამხმარე პირთა ჯამაგირის სახით – 20 მან., დამატებით ხარჯებზე – 178 მან. 56 კაპ. სულ 1916 წელს დაიხარჯა 752 მან. 64 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის ხაზინადარი იასონ იესეს ძე გიგიბერია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29908; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .