საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2992

ფაქტი 2992

1918 წლის 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ და დაადგინეს, უნივერსიტეტს უფლება მიეცეს, ისარგებლოს მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით, პროზექტურით, საფერშლო და საბებიო სკოლების შენობებითა და მოწყობილობებით საუნივერსიტეტო სწავლების მოსაწყობად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2992; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .