საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30079

ფაქტი 30079

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წერილობით აუწყა მთავარ გამგეობას, რომ 4 ივლისს წევრთა საერთო კრებაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენებები და მოიწონეს გამგეობის მომავალი მოქმედების გეგმა. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა და მდივანი კარპეზ ბერიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30079; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .