1929 წელს შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ კომუნისტურ პარტიაში შექმნილი არეულობით ტროცკისტებმა ისარგებლეს. ისინი აყენებდნენ მოთხოვნებს, იღებდნენ ანტისაბჭოთა რეზოლუციებს და პროფკავშირებს ბრძოლას უცხადებდნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა) 1928 | 9 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი