საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30082

ფაქტი 30082

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების სავარაუდო შემოსავალი 670 მანეთს შეადგენდა, მათ შორის: 150 მანეთი საწევროებიდან იყო, 50 მანეთი – ყულაბებიდან, 100 მანეთი – წარმოდგენა-სეირნობებიდან, 200 მანეთი – წიგნების საწყობებიდან, 40 მანეთი – შემთხვევითი შემომწირველებისაგან. განყოფილების ანგარიშს ხელი მოაწერეს: გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, გამგეობის წევრებმა იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა, მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილმა, ბლაღოჩინმა კირილე სვიმონის ძე ღვთისავარიშვილმა


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30082; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .