1911 წლის 25 ნოემბერს კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი მატერიალურად ყველაზე მეტად შეჭირვებული წევრი იყო სათვისტომოსი: წვრილშვილის პატრონს არავინ ჰყავდა ხელის მომმართავი (ბეჭდითა და ხელმოწერებით ადასტურებენ სათვისტომოს თავმჯდომარე შ. გოგებაშვილი და მდივანი გ. მეფარიშვილი).

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი