1912 წლის 13 ივნისს შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს მიმართა განცხადებით, რომელშიც ბიძის ანდერძის დამტკიცებამდე ითხოვდა 200 მანეთს, რადგან ამ თანხის გარეშე ვერ შეძლებდა ინსტიტუტის დამთავრებას, კერძოდ: 20 მანეთი სექტემბერში სახელმწიფო გამოცდებზე დასაშვებად იყო საჭირო, 60 მანეთი – კიევში გასამგზავრებლად და უკან გამოსაბრუნებლად, 120 მანეთი კი ის ოთხი თვის სტიპენდია იყო ერთად, რომელიც ბიძას უნდა მიეცა სწავლის დასრულებამდე სამყოფად (ფულის გასაგზავნად მითითებულია მისამართი: ქ. გორი, ახალბედაშვილის სახლი – სტუდენტ შალვა გოგებაშვილს).

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი