1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებამ დაამტკიცა ქალთა პროფესიული სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც სხდომის თავმჯდომარისთვის უნდა დაებრუნებინათ 400 მანეთის თამასუქი. კრების დადგენილებით ქალთა პროფესიული სკოლა უწინდებურად გამგეობის განკარგულებაში რჩებოდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი