საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3134

ფაქტი 3134

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოადგილის მოხსენება 18 ათასი მანეთის მიცემის შესახებ ტაბახმელის აგარაკის პატრონების – ყაზაროვისა და შანშიევისთვის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგათ ივლისში მათ აგარაკში წითელი გვარდიის ყოფნის გამო. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3134; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .