საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31504

ფაქტი 31504

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ გადაიხადა ზეთსა და კრახმალში 536 მანეთი, გათბობასა და განათებაში ‒ 1330 მანეთი, ბინის ქირაში ‒ 3220 მანეთი, სტამბის დაზღვევაში ‒ 283 მანეთი და 70 კაპიკი, აფიშის გაკვრაში ‒ 292 მანეთი, ბინის შეკეთებაში ‒ 10 მანეთი. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31504; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .