1959 წლის 28 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას, დღის წესრიგის მიხედვით, მოგონებები უნდა წაეკითხათ: კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, გიორგი ახვლედიანს, ლეონ მელიქსედბეგსა და გიორგი ჩიტაიას.

წყარო: მოსაწვევი ბარათი იოსებ ყიფშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სხდომაზე დასასწრებად, 1959 l 28 მაისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი