1917 წლის 19 ივნისს ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა მოიწვია წინასწარი კრება, რომელსაც ესწრებოდა 38 პირი. კრებაზე დაადგინეს: 1) ხარაგაულში გაეხსნათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, 2) ადგილობრივი განყოფილების წევრად აერჩიათ 38 პირი, 3) გაევრცელებინათ სწავლა განათლება ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სკოლების გახსნით.

წყარო: ხარაგაულის დამფუძნებელი კრების ოქმი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი