საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32206

ფაქტი 32206

1917 წლის 31 იანვარს ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძის მოწვევით ქალაქ ერზერუმში გაიმართა საზოგადოების იმ წევრთა კრება, რომელთაც სურდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება. კრებაზე დაადგინეს: 1) გაეხსნათ ქალაქ ერზერუმში საზოგადოების განყოფილება; 2) ადგილობრივი განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერათ 31 პირი; 3) დაეარსებინათ სახალხო სამკითხველო, აემუშავებინათ წიგებისა და ჟურნალების მაღაზია, გაევრცელებინათ ქართული წერა-კითხვა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებსა და ქართველ მაჰმადიანებში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .