1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის დროს: 1) ადგილობრივ საქმეებს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავენ, რაზეც დამყარებულია ადგილობრივთა პატივის, ღირსებისა და ქონების მფარველობა და ხელშეუხებლობა; 2) უმაღლესი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს თანაბრად და სამართლიანად ანაწილებენ მოსახლეობაზე; 3) ადგილობრივი გამგეობა ადგენს გადასახადების რაოდენობას; 4) შესაძლებელია ახალი კანონების დაწესება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კანონს; 5) შესაძლებელია დაწყებითი სკოლის დაარსება და თავისუფლად მართვა და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება ადგილობრივთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

წყარო: ივერია, 1877 | 7 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა