1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.

წყარო: ჩანაწერი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ისტორიის შესახებ | 1934-1935
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი