1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.

წყარო: მიწვევა გიორგი ნიკოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, 1931 l 26 ნოემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი