1919 წლის 10 მაისს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრი მაქსიმე გობეჯიშვილი ონიდან სწერს განათლების სამინისტროს, რომ აუცილებელია სკოლების გახსნა მაზრის შემდეგ სოფლებში: ბაჯისხევი, ჩორდი, ჟაშვა, ჭალა, სევა, ურავი, ხიმში, ფუტიეთი. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ა. მეტრეველი.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი