1912 წლის 30 სექტემბერს პოლიტიკური ტუსაღი ფარქოსაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ირკუტსკის საპატიმროში გაგზავნეს. მას თბილისის სამოსამართლო პალატის მიერ სამუდამო გადასახლება ჰქონდა მისჯილი.

წყარო: იმერეთი, 1912 | 4 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა