1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ გუბერნატორმა მომდევნო წლისთვის ხელთუბნის სკოლის (გორის მაზრა) მშენებლობა დაამტკიცა.

წყარო: ივერია, 1884 | ივლისი-აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა