1919 წლის 9 აგვისტოს სამტრედიის ქალაქის მოურავის მოადგილემ დ. მიქელაძემ განათლების სამინისტროს ამბერკი ივანეს ძე ქანთარიას უცხოეთში სასწავლებლად გასამგზავრებელი სტუდენტების სიაში ჩაწერა სთხოვა.

წყარო: შუამდგომლობები განათლების სამინისტროსადმი სოფელ ველევის (რაჭა) სკოლისთვის ხე-ტყის უფასოდ დათმობის, საზღვარგარეთ სპეციალური სწავლის მისაღებად სამტრედიის ქალაქის კანდიდატის არქიპო ახობაძის შესახებ, დებულება საყოველთაო სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი