1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვასილ და გრიგოლ გიორგის ძე ბოჭორიშვილებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ რუფოთში მდებარე 8 დესეტინა და 1450 კვადრატული საჟენი ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა