საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3444

ფაქტი 3444

1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის უფროსი მასწავლებლის, მიხეილ ჩიქვინიძის ცნობა ვარიანის საზოგადოებისგან არჩეული 14 კაციანი კომისიის მიერ სკოლის ასაშენებლად შესფერისი ადგილის (ოთხასი კვადრატი საჟენი) მოძებნის შესახებ. საზოგადოება რწმუნებულის გაგზავნას და მშენებლობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვდა. ყოველგვარი საჭირო მასალის საკუთარი ხარჯით მიზიდვას და ფიზიკურად დახმარებას სოფელი თავის თავზე იღებდა. გამგეობამ სასკოლო სექციის დადგენილების თანახმად, დათვალიერების საკითხი გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3444; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .