საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34471

ფაქტი 34471

1830 წლის 27 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ი. შოსტენკოს კრიტიკა, რომელიც ეხებოდა იმავე გაზეთის მესამოცე ნომერში დაბეჭდილ სტატიას „შეცდომები კავკასიის მხარის გეოგრაფიულ აღწერილობაში“. შოსტენკოს თქმით, სტატიაში რედუტ-კალეს ნავსადგური მოხსენიებული იყო იმერეთში, თუმც იმერეთის არც ერთი ნაწილი ზღვაზე არ გადიოდა და არც ნავსადგური რედუტ-კალე არსებობდა იქ, არამედ – სამეგრელოში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34471; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .