1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარასი ვახუშტის ძე აბაშიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ზედსაქარა და დაბალსაქარაში მდებარე 21 დესეტინა და 2000 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა