საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34492

ფაქტი 34492

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სპირიდონ, თეიმურაზ და ფილიპე გიორგის ძე ლეჟავებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ შორაპნის მაზრის სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე 51 დესეტინა და 550 კვადრატული საჟენი ტყე, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34492; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .