1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნატალია ქრისტეფორეს ასულ გაბუნიას ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში თბილისის ქუჩაზე მდებარე ორი ერთსართულიანი სახლი: ერთი – ქვითკირისა, მეორე – ხისა და 284 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა