1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ და ნოშრევან ოქროპირის ძე ალავიძეებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ივანოვის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი სახლი და 224 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა