1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხაილ ბეჟანის ძე გაბუნიასა და ოთარა დუტუს ძე ძაგანიას ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში გეგუთის ქუჩაზე მდებარე ორი ერთსართულიანი სახლი: ერთი – ქვითკირისა, მეორე – ხისა და 103 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა