1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ გრიგოლის ძე ქებაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ივანოვის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 203 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა