1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ივანეს ძე აბაშიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში თბილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ბაღით და 1314 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა