საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34716

ფაქტი 34716

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვასილ გაბრიელის ძე აბაზაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში გეგუთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 62,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34716; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .