1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იაკობ გაბრიელის ძე დონდუას ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში თბილისის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 104 კვადრატული საჟენი მიწა, რომელებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა