1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი გურგენის ძე ბებურიშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში თბილისისა და მიხაილის (მიხეილის) ქუჩებს შუა მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 296 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა