1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხაილ კარაპეტის ძე ქალანთაროვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ივანოვის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 265 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა