1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანნა ბესარიონის ასულ მუსხელოვს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მიხაილის (მიხეილის) ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი დუქნებით და 30 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა