საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34784

ფაქტი 34784

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, აბრამ ისრაელის ძე ხანანაშვილსა და ყობო ციციაშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში გელათის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი სახლი და 74 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34784; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .