1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ლუკა ნიკოლოზის ძე რუხაძეს და ერისთო ლაზარეს ძე ჭანტურიას ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში გეგუთის ქუჩის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი სახლი და 79,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა