1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, აბრამ მოშას ძე ბინიაურიშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში გელათის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 77,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა