1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ბარბარე მიხაილის (მიხეილის) ასულ მირზოევს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი, დუქნები და 138 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა